ანდრეს ინიესტა: ვალდესთან გამომშვიდობებისას ცრემლს ვერ შევიკავებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ სინანული გამოთქვა გუნდიდან მეკარე ვიქტორ ვალდესის წასვლის გადაწყვეტილების გამო.

შეგახსენებთ, ვალდესი სეზონის ბოლოს კატალონიურ კლუბს დატოვებს.

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის თქმით, ეს სეზონი გუნდმა წარმატებით უნდა დაასრულოს, რათა გოლკიპერს "ბარსადან" მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები გაჰყვეს.

"ცრემლს ვერ შევიკავებ, როდესაც ვალდესთან გამომშვიდობების დრო დადგება.

იმედია, ამ სეზონს ამაღლებულ ნოტაზე დავასრულებთ და შევძლებთ ტიტულების მოგებას. მინდა, რომ ვალდესს აქედან სასიამოვნო მოგონებები გაჰყვეს", - აქვეყნებს ანდრესის ნათქვამს sport.es.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული