ფორვარდი, რომელმაც ტრავმა ნოემბერში მიიღო და სარეაბილიტაციო კურსს არგენტინაში გადიოდა, ესპანეთში 3 იანვარს დაბრუნდა.
არგენტინელი ფეხბურთელის მოედანზე გასვლა "ხეტაფესთან" სათასო მატჩშია მოსალოდნელი, რომელიც 8 იანვარს გაიმართება.
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო მესის გამოყვანას მეორე ტაიმში აპირებს.