ლიონელ მესიმ ტრავმის შემდეგ პირველსავე მატჩში დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, რომელმაც "ხეტაფესთან" (4:0) ესპანეთის თასის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ხეტაფესთან" მატჩში მოედანზე გასვლა მინდოდა, რადგან დიდი ხანი გამიცდა. ვარჯიშების დროს თავს კარგად ვგრძნობდი. ტრავმა მოვიშუშე, დაუღალავად ვშრომობდი, რომ რაც შეიძლებოდა მალე დავბრუნებულიყავი მოედანზე.

"ატლეტიკოსთან" მატჩი? ექიმსა და მწვრთნელს დაველაპარაკები. კვლავ მინდა მოედანზე გასვლა. თუ შევძლებ, გავალ.

ყოველთვის ვფიქრობ კლუბზე. ჩემი მიზანია, "ბარსელონაში" კარიერის ბოლომდე დავრჩე. ამ გუნდში თამაშის სურვილი არასდროს მეკარგება.

წინ მძიმე 5-6 თვე გველის, თუმცა ჩვენთან შეუცვლელი არავინაა, ნებისმიერი
გამოვა და ითამაშებს"
, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო"-"ბარსელონა" 11 იანვარს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Inside Spanish Football-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული