სანდრო როსელი: "ტიკი-ტაკა" ჩავიმ, ინიესტამ, ბუსკეტსმა და მესიმ მოიგონეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ჩავი ერნანდესის როლი აღნიშნა გუნდში, რომელმაც ამას წინათ ესპანური კლუბის ყოფილი ფეხბურთელების ასოციაციისგან Fair Play-ს ჯილდო მიიღო.

"ჩავის გარეშე "ბარსელონას" თამაში აზრს დაკარგავდა. ის ჩვენი სტილის მთავარი კონსტრუქტორია.

ჩავი გუნდში რომ არ ყოფილიყო, გოლის გატანა გაგვიჭირდებოდა.

მან ინიესტასთან, ბუსკეტსთან და მესისთან ერთად "ტიკი-ტაკა" მოიგონა, ეს მისი სავიზიტო ბარათია.

ჩავის გარეშე "ბარსელონა" სხვა გუნდი იქნებოდა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ის ჩვენი ოჯახის ნაწილია",
- თქვა როსელმა.

მომზადებულია Inside Spanish Football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული