დიეგო სიმეონე: "ატლეტიკო" ჩემპიონატის ლიდერად დარჩა, ამიტომ კმაყოფილები ვართ

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "ბარსელონასთან" (0:0) ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ზეწოლა ძალიან დიდი იყო. მოთამაშეებს ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ეჭირათ, ორივე გუნდი ცდილობდა მეტოქის ძლიერი მხარეები განეიტრალიზებინა და ორივეს ჰქონდა შანსი ანგარიში გაეხსნა. საბოლოო ჯამში თამაში საინტერესო გამოვიდა.

ყოველთვის გამარჯვება გვწყურია, მაგრამ "ატლეტიკო" ჩემპიონატის ლიდერად რჩება და ამიტომ კამყოფილები ვართ.

50 ქულა პირველი წრის შემდეგ? ჩემმა ფეხბურთელებმა დაიმსახურეს ეს შედეგი. ვიბრძოდით, დავრბოდით, ბევრს ვმუშაობდით და ყველაფერს ვასრულებდით, რასაც ვამბობდი. მინდა მივულოცო მათ ეს შედეგი.

ახლა
ფეხბურთელებს ცოტა დავასვენებთ, მაგრამ მალე თასზე საპასუხო მატჩი გველის.

"ბარსელონას" პატივს ვცემთ. ჩვენს ბიუჯეტებს შორის 400 მილიონიანი სხვაობაა, მაგრამ ამ ფეხბურთელების ჯგუფით, რაც გვყავს მშვენიერი სამუშაო შევასრულეთ.

ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ ამ მატჩში. შორს გახედვა საჭირო არაა, თითოეული მატჩებისთვის ცალკე უნდა მოემზადო",
- თქვა სიმეონემ.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული