ლიონელ მესი: ჩემთვის სამეულში ყოფნა თავისთავად ჯილდოა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, რომელიც კრიშტიანო რონალდომ მიიღო, კომენტარი გააკეთა.

"დიდი ხანი გამიცდა, მაგრამ კრიშტიანომ დიდებული წელი ჩაატარა და დაიმსახურა ეს ჯილდო.

საერთოდ, ეს ჩვენთვის, სამივესთვის კარგი წელი იყო და მოიგო იმან, ვინც მოიგო.

საწუწუნო არაფერი მაქვს. საუკეთესო სამეულში ყოფნა თავისთავად ჯილდოა.

კრიშტიანოს ტირილი? ეს ნორმალურია, რადგან ის ძალიან აღელვებული იყო და სცენაზე შვილთან ერთად გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ოქროს ბურთი" არ მომიგია, ჩემი მოტივაცია კვლავ მაღალია. დაუღალავად ვიშრომებ, რომ მომდევნო წელს კვლავ ნომინანტებში ვიყო",
- თქვა მესიმ.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით


ასევე იხილეთ:
RONAL D'OR: კრიშტიანო მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დასტოინი კომენტარია
მესი ძმა ხარ..
ბრაზილიის მუნდიალი მოვიგოთ და ოქროს ბურთის დედაც ჯეკ ;)
messi001
14:14 14-01-2014
0

სიახლეები პოპულარული