ლიონელ მესი: ჯერ კიდევ დრო მჭირდება, რომ ფორმაში შევიდე [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ "ხეტაფესთან" (2:0) ესპანეთის თასის 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მესიმ მატჩში დუბლი შეასრულა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ტრავმის მოშუშების შემდეგ უკვე ოთხი გოლი გაიტანა.

"ჯერ კიდევ მჭირდება სათამაშო დრო, რომ ფორმაში შევიდე. ეს მატჩი ამისთვის ძალიან კარგი ვარიანტი იყო, რადგან ის დიდი უპირატესობით დავიწყეთ (პირველი შეხვედრა "ბარსელონამ" ანგარიშით 4:0 მოიგო).

ვიცოდით, რომ იოლი არ იქნებოდა. კარგად ვითამაშეთ და "ხეტაფესაც" მივეცით ბრძოლის შანსი.

ძალიან სამწუხაროა, რომ ნეიმარმა ტრავმა მიიღო. იმედია, ის მოედანს მალე დაუბრუნდება, რადგან ძალიან გვჭირდება",
-
თქვა მესიმ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული