მესიმ მატჩში დუბლი შეასრულა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ტრავმის მოშუშების შემდეგ უკვე ოთხი გოლი გაიტანა.
"ჯერ კიდევ მჭირდება სათამაშო დრო, რომ ფორმაში შევიდე. ეს მატჩი ამისთვის ძალიან კარგი ვარიანტი იყო, რადგან ის დიდი უპირატესობით დავიწყეთ (პირველი შეხვედრა "ბარსელონამ" ანგარიშით 4:0 მოიგო).
ვიცოდით, რომ იოლი არ იქნებოდა. კარგად ვითამაშეთ და "ხეტაფესაც" მივეცით ბრძოლის შანსი.
ძალიან სამწუხაროა, რომ ნეიმარმა ტრავმა მიიღო. იმედია, ის მოედანს მალე დაუბრუნდება, რადგან ძალიან გვჭირდება", -
მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით