აი, "ლევანტე"-"ბარსას" ორმატჩიანი დუელის მიმართებაში კი სიტყვა "ინტრიგა" მხოლოდ თამაშამდე იყო აქტუალური. საინტერესო გახლდათ, შეძლებდა თუ არა ვალენსიური კლუბი მრისხანე მეტოქის
აი, მეორე ტაიმმა კი ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა და "ბარსამ" "ბაყაყებთან" რამდენიმე დღის წინ დაკარგული ქულებისთვის რევანში აიღო. შეხვედრის გმირები კი ლიონელ მესი და კრისტიან ტელიო გახდნენ. ზოგადად, როდესაც ერთი ფეხბურთელი შეხვედრაში 4 გოლს გაიტანს, ვამბობთ, რომ მან "პოკერი" შეასრულა. 23 იანვარს ლიონელ მესიმ, რომელიც კატალონიური კლუბის რიგებში თავის მე-400 თამაშს ატარებდა, "კარე გახსნა" - არგენტინელს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ოთხივე გოლი მან შექმნა. სამ შემთხვევაში მისი გადაცემით სწორედ ტელიომ იხეირა, ერთი გოლი კი არგენტინელის დარტყმის შემდეგ გავიდა.
სიტუაცია ძალიან სასაცილო იყო - მესის დარტყმული ხიმენესმა კი მოიგერია, მაგრამ იქვე გაჩნდა ვინტრა (ვინც "ბარსას" ჩემპიონატში გაუტანა), რომელიც ბურთი მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ ამის ნაცვლად, ხუანფრანს გაარტყა და ანგარიშიც გათანაბრდა. ამის მერე კი მასპინძლები გატყდნენ და მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.
საოცრებების ნაკლებად გვჯერა, შესაბამისად, უკვე ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1/2-ფინალში ერთმანეთს "სოსიედადი" და "ბარსელონა" შეხვდებიან.
სოსიედადი-რასინგი 3:1
გოლები: 1:0 მ. გონსალესი (4), 2:0 მ. გონსალესი (33), 3:0 ველა (62), 3:1 მ. კონე (83)
სოსიედადი (4-2-3-1): სუბიკარაი - სალდუა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ხავი როსი (71. რუბენ პარდო), იონ გასტანიაგა - ველა (64. სურუტუსა), ჩაბი პრიეტო (77. გრიზმანი), გ. კასტრო - სეფეროვიჩი
რასინგი (4-2-3-1): მარიო ფერნანდესი - ფრანსისი, ორიოლი, ხავიერ ბარიო, ინიაკი - ანდრეუ, ხავი სორია (64. ბორხა გრანერო) - ანდერ ლაფუენტე (59. მარიანო სანსი), მიგელესი (71. რუბენ დურანი), საული - მ. კონე
გაფრთხილება: არავინ
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 18-17 (6-5); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 18 911
ლევანტე-ბარსელონა 1:4
გოლები: 1:0 ელ ჟარი (31), 1:1 ხუანფრანი (53-საკ. კარში), 1:2 ტელიო (60), 1:3 ტელიო (81), 1:4 ტელიო (86)
ლევანტე (5-4-1): ხავი ხიმენესი - ნაგორე, ვინტრა, ელ ადუა, კარაბელასი, ხუანფრანი - ელ ჟარი (77. ნონგი), კამარასა, სერჟიუ პინტუ, სუმეტრა (62. პედრო რიოსი) - ბარალი (72. ანხელი)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, ბარტრა, პუიოლი (57. მასკერანო), ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, სერხი რობერტო - პედრო (77. ა. სანჩესი), მესი, ტელიო
გაფრთხილება: ნაგორე - ბარტრა, ადრიანო
კუთხური: 1-15; ჯარიმა: 8-7; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 8-21 (2-8); ბურთის ფლობა: 22%-78%
მაყურებელი: 18 852
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"