ლიონელ მესი ახალი კონტრაქტით "ბარსელონაში" წელიწადში 18 მლნ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა, რომლის თანახმად ის წელიწადში 18 000 000 ევროს მიიღებს. ამის შესახებ ცნობას Marca ავრცელებს.

არგენტინის ნაკრების ფორვარდის კონტრაქტის პირობები მნიშვნელოვნად უმჯობესდება და ის მადრიდის "რეალის" ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს კონტრაქტის შესაბამისი იქნება.

პორტუგალიის ნაკრების ლიდერი წელიწადში სწორედ 18 მილიონ ევროს იღებს, კიდევ 3 მილიონს კი - მოპოვებული ჯილდოების მიხედვით.

რაც შეეხება არგენტინელს, მოქმედი შეთანხმებით ის 13 მლნ-ს იღებს, დამატებით 3 მლნ-ს კი - პრემიალურს.

მესის ახალი კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებულია ფეხბურთელის
მამასა და კლუბის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ სანდრო როსელს შორის. ფეხბურთელს კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მოუწერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული