L’Equipe: პსჟ ზაფხულში ლიონელ მესის შესაძენად 250 მილიონ ევროს გაიღებს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენი" 2014 წლის ზაფხულში მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდის დამყარებას და "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესიში 250 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. ამის შესახებ L’Equipe იუწყება.

პარიზელები მზად არიან გადაიხადონ ის თანხა, რომელიც მესისა და კატალონიური კლუბის დაშორების შემთხვევაში, კონტრაქტითაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერში გადახდილი თანხის სიდიდის მხრივ ამჟამად რეკორდი მადრიდის "რეალს" ეკუთვნის, რომელმაც "ტოტენჰემიდან" ნახევარმცველი გარეთ ბეილი 100 მილიონ ევროდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი პსჟ მიაწექი ლებრონ ჯეიმსიც და ეგაა
Fibonacci
02:30 26-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული