ესპანეთის თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები: არის მადრიდული დერბი! [VIDEO]

AutoSharing Option
"კოპა დელ რეის" მეოთხედფინალური ეტაპის ცენტრალური დაპირისპირება "ატლეტიკის" და "ატლეტიკოს" მატჩი იყო, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:1. დიეგო სიმეონეს სამწყსომ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე თანაქალაქელი "რეალი" უნდა იყოს, მეორე წყვილი კი "ბარსელონამ" და "სოსიედადმა" შეადგინეს.

მართალია, ამ სტატიის დაწერისას "რასინგი"-"სოსიედადი" დაწყებულიც კი არ იყო, მაგრამ თამაშის დღეს გავრცელებული ცნობების თანახმად, შეხვედრის გამართვის შანსი მინიმალური გახლდათ. მიზეზზე ადრეც მოგახსენეთ - "რასინგის" ფეხბურთელები თვეების განმავლობაში მიუღებელი ხელფასების გამო პროტესტს გამოთქვამდნენ და იმუქრებოდნენ, თუ კლუბის პრეზიდენტი არ გადადგება, არ ვითამაშებთო.
როგორც ჩანს, ანხელ ლავინი პოსტის დატოვებას არ აპირებს...

რამდენიმე სიტყვა ოთხშაბათს გამართულ მატჩებზეც ვთქვათ. "ბილბაოს" და "ატლეტიკოს" შეხვედრაში ინტრიგამ 52-ე წუთამდე "გაქაჩა", აღნიშნულ დროს კი სტუმართა მხრიდან გოლი რაულ გარსიამ გაიტანა და "ატლეტიკი" მძიმე, თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. თამაშის ბოლოს თავისი გოლი დიეგო კოშტამაც შეაგდო. აღსანიშნავია, რომ "როხიბლანკოს" საუკეთესო ბომბარდირისთვის ეს 2014 წელს გატანილი პირველი ბურთი იყო.

პირველ ტაიმში კი ყველაფერი მასპინძლებისთვის სასიკეთოდ წარიმართა. ერნესტო ვალვერდეს შეგირდები კარგად გამოიყურებოდნენ და ტაიმის ბოლოს წინაც გავიდნენ - შესანიშნავ ფორმაში მყოფმა არიც ადურისმა ბალენსიაგას გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. რაულ გარსიასგან მიღებული ბურთის შემდეგ ბასკები დიდი ძალებით გადავიდნენ შეტევაში და როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრის ბოლოსკენ დაისაჯნენ კიდეც.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსელონა"-"ლევანტეს" წყვილში ყველაფერი პირველივე შეხვედრაში გაირკვა. ამიტომ ხერარდო მარტინომ რამდენიმე ლიდერი არ ათამაშა. სათადარიგოთა სკამზე იყო ლიონელ მესი, რომელმაც შეხვედრას თვალი ბოლომდე სკამზე მჯდომმა მიადევნა. კატალონიელთა რიგებიდან კი განსაკუთრებით კარგად ალექსის სანჩესი და ადრიანო გაისარჯნენ. ბრაზილიელმა ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა, ჩილელმა კი დუბლი შეასრულა და ზედ ერთი საგოლე პასიც მიამატა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბილბაო-ატლეტიკო 1:2 (0:1)
გოლები: 1:0 ადურისი (41), 1:1 რაულ გარსია (55), 1:2 დიეგო კოშტა (86)
ბილბაო (4-1-4-1): იაგო - ირაოლა, სან ხოსე, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე - სუსაეტა (72. კიკე სოლა), ანდერ ერერა (77. ბენიატი), მიკელ რიკო (65. იბაი გომესი), მუნიაინი - ადურისი
ატლეტიკო (4-4-1-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში (13. ე. ინსუა) - ადრიანი (79. ხ. სოსა), კოკე, გაბი, კ. როდრიგესი - რაულ გარსია - დიეგო კოშტა (88. ალდერვეირელდი)

ბარსელონა-ლევანტე 5:1 (4:0)
გოლები: 0:1 სერხი რობერტო (9-საკ. კარში), 1:1 ადრიანო (28), 2:1 პუიოლი (44), 3:1 ა. სანჩესი (50), 4:1 ა. სანჩესი (52), 5:1 ფაბრეგასი (68)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, ბარტრა, პუიოლი, ადრიანო - ა. სონგი, სერხი რობერტო, ინიესტა (46. პედრო) - ა. სანჩესი (78. მასკერანო), ფაბრეგასი (69. აფელაი), ტელიო
ლევანტე (4-2-3-1): ხავი ხიმენესი - ნაგორე, ვინტრა, ხუანფრანი, კარაბელასი - ელ ადუა, კამარასა - პედრო რიოსი, სერჟიუ პინტუ (32. ნონგი), რუბენ გარსია (72. ხორდი ლოპესი) - ანხელი (59. პალიარდო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული