მადრიდის "ატლეტიკო" ლა ლიგაში 18 წლის შემდეგ პირველად გალიდერდა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ"  "ბარსელონას" მარცხით კარგად ისარგებლა და 18 წლის განმავლობაში პირველად პრიმერა დივიზიონის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ეს ბოლოს 1995/96 წლების სეზონში მოხდა.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში კატალონიელებმა "ღამურებთან" მატჩი ანგარიშით 2:3 დათმეს, ხოლო "ატლეტიკომ" სან სებასტიანის "სოსიედადი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

გატანილი გოლების ავტორები მირანდა, დავიდ ვილია, დიეგო კოშტა და ბრაზილიელი დიეგო არიან. ეს უკანასკნელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდს "ვოლფსბურგიდან" შეუერთდა.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" რეკორდული სერია შეწყდა - ისინი ჩემპიონატს 59 ტურის მანძილზე ლიდერობდნენ.

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით

ასევე
იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური: "ატლეტიკო" გალიდერდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული