"ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი: მესი ფეხბურთის თამაშით დაიღალა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი ანხელ კაპა მიიჩნევს, რომ არგენტინელ ვარსკვლავს ლიონელ მესის ფეხბურთის მიმართ ვნება და სიყვარული გაუქრა.

კაპა კატალონიურ კლუბში 80-იან წლებში არგენტინელ სესარ ლუის მენოტის თანაშემწედ მუშაობდა.

"ფეხბურთი მოითხოვს უსასრულო ვნებას, ისეთს, როგორიც ჰქონდა მესის, მარადონას და დღევანდელი პრიმერას წამყვან მოთამაშეებს, მაგალითად - როგორებიც არიან ხავი, ინიესტა, ბუსკეტსი.

ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს წარმოუდგენელი ჟინი და ენერგია, საიდანაც მოდის ფეხბურთის აბსოლუტური სიყვარული", -  განუცხადა მან Goal.com-ს.

"ოთხშაბათს, "სოსიედადთან" მესი ჯერ კიდევ იყო თამაშში, მაგრამ როდესაც მე ვუყურე "ბარსას" და "ვალენსიას" შეხვედრას,
უბრალოდ, არ მესმის, ფეხბურთელები თავიანთ საქმეს აკეთებენ ყოველგვარი ინტერესის გარეშე. ეს განსაკუთრებით მესის ეხება, რადგან თუ გადახედავთ მის თამაშს 3-4 წლის წინ, თქვენ ნახავთ უსაზღვრო სურვილს მის ქმედებებში.

მე არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, ეს ვნება აიძულებდა მესის გადაადგილებულიყო ბურთით ყველა მიმართულებით, გასცდენოდა ერთ მოთამაშეს, მეორეს... ფეხბურთთან 15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ის დაიღალა".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ტრავმის გამო ოთხგზის "ოქროს ბურთის" მფლობელმა ესპანელთა მაისურით მხოლოდ 24 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
" მესი ფეხბურთის თამაშით დაიღალა"-----სამაგიეროდ არ დაღლილან,უსაქმურობით, ყოფილი მეორე მწვრთნელები,რომლებსაც დრო და დრო ძალიან უნდათ ხალხს თავი შეახსენონ რო არ დაავიწყდეთ მათი არსებობა...მესის დაღლილა თურმე, რომელსაც მოედანზე შეცვლის გაგონებაც არ უნდა. ადამიანი მთელი წელია,გაზაფხულიდან მოყოლებული მუდმივად ტრავმირებულია,თურმე უნდა გამოვიდეს და ვითომ არაფერი მომხდარა ისე უნდა ითამაშოს. ბოლო თამაშმაც აჩვენა როგორ ეპყრობიან ლეოს მოედანზე,ბურთი რო ვერ წაართვეს ორივე ხელით წელზე შევლებით დაახეთქეს, ამას ფსიქოლოგიური ბარიერი ჰქვია რომელსაც ის მალე დაძლევს...
გიორგი
17:10 07-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული