კაპა კატალონიურ კლუბში 80-იან წლებში არგენტინელ სესარ ლუის მენოტის თანაშემწედ მუშაობდა.
"ფეხბურთი მოითხოვს უსასრულო ვნებას, ისეთს, როგორიც ჰქონდა მესის, მარადონას და დღევანდელი პრიმერას წამყვან მოთამაშეებს, მაგალითად - როგორებიც არიან ხავი, ინიესტა, ბუსკეტსი.
ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს წარმოუდგენელი ჟინი და ენერგია, საიდანაც მოდის ფეხბურთის აბსოლუტური სიყვარული", - განუცხადა მან Goal.com-ს.
"ოთხშაბათს, "სოსიედადთან" მესი ჯერ კიდევ იყო თამაშში, მაგრამ როდესაც მე ვუყურე "ბარსას" და "ვალენსიას" შეხვედრას,
მე არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, ეს ვნება აიძულებდა მესის გადაადგილებულიყო ბურთით ყველა მიმართულებით, გასცდენოდა ერთ მოთამაშეს, მეორეს... ფეხბურთთან 15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ის დაიღალა".
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ტრავმის გამო ოთხგზის "ოქროს ბურთის" მფლობელმა ესპანელთა მაისურით მხოლოდ 24 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.