დიეგო სიმეონე: დღეს "ატლეტიკოს" შემართება მომეწონა

AutoSharing Option
ესპანური ლა ლიგის 24-ე ტურში 24-ე ტურში მადრიდის "ატლეტიკომ" "ვალიადოლიდი" გაანადგურა - 3:0. ამ მოგების წყალობით დიეგო სიმეონეს გუნდი 60 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა კონკურენტ "ბარსელონასა" და "რეალზე" თამაშით მეტი აქვს გამართული.

მე-3 წუთზე გაბიმ საჯარიმო რაულ გარსიასთან გაითამაშა და ამ უკანასკნელმაც ანგარიში გახსნა.

ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა გარსიას შორეული პასის შემდეგ დიეგო კოშტამ ბურთი თავზე გადაუგდო წინ გამოსულ მეკარეს. ეს ბრაზილიელის 21-ე გოლი იყო ლა ლიგაში.

74-ე წუთზე დიეგოს ჩაწოდებულ კუთხურს თავურით
დიეგო გოდინი
შეეგება - 3:0.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ყველაზე მეტად ჩემს გუნდში შემართება მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ვიგებდითY, ბიჭებს კონცენტრაცია მატჩის ბოლომდე არ დაუკარგავთ".

ხუან იგნასიო მარტინესი (ვალიადოლიდი): "როცა 0:2-ით იწყებ, იქ ვეღარაფერს გააწყობ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული