ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური: მესი რეკორდსმენია [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც პარასკევს ვივარაუდეთ, სამივე ლიდერმა იოლ გამარჯვებას მიაღწია, რის გამოც სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა. "ბარსელონამ", "ატლეტიკომ" და "რეალმა" ჯამში 12:0 მოიგეს. აქედან გოლების ნახევარი კატალონიელთა ანგარიშზეა, დარჩენილი 6 ბურთი კი მადრიდულმა გუნდებმა თანაბრად გადაინაწილეს.

მესი რაულს დაეწია
ჩემპიონთა ლიგაში "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლა და მადრიდში შერცხვენილი გაისტუმრა. წარსული მატჩებიდან გამომდინარე, სტუმართა ასეთი რბევა დიდად გასაკვირი არც ყოფილა. თავად განსაჯეთ, ამ მატჩის ჩათვლით, "ბარსამ" "ფუტკრებს" ზედიზედ 7 შეხვედრა მოუგო, თანაც ამ შვიდ შეხვედრაში 32
გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 1 მიიღო.

ანგარიში უკვე მეორე წუთზე გაიხსნა - ადრიანომ ტრადიციულ სტილში, ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მარჯვენა ფეხით რუბენს შორეულ კუთხეში გაუტანა. ასეთი სტარტის შემდეგ გასაგები გახდა, რომ "რაიო" განადგურებას ვერც ამჯერად გადაურჩებოდა. მასპინძელთა მხრიდან განსაკუთრებით კარგი მატჩი ლიონელ მესიმ და სესკ ფაბრეგასმა ჩაატარეს. არგენტინელმა დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა, ფაბრეგასმა კი თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა და ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტების სიაში კიდევ უფრო დაწინაურდა.

მესიმ პირველი გოლი 36-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ფაბრეგასის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა რუბენს ბურთი თავზე გადაუგდო. მეორე ტაიმში კი "პულგამ" დუბლი შეასრულა და მორიგი რეკორდი დაამყარა. საქმე იმაშია, რომ მესიმ ამ შეხვედრაში "ბარსას" რიგებში თავისი 335-ე და 336-ე გოლები გაიტანა, რითაც ესპანური კლუბის რიგებში გოლების მიხედვით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. არგენტინელმა ბილბაოს "ატლეტიკის" და ესპანური ფეხბურთის ლეგენდას, ტელმო სარას გადაასწრო, რომელსაც ბასკების რიგებში 335 გოლი გაუტანია.

გარდა ამისა, "ბარსას" 10-იანმა პრიმერაში თავისი 228-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზე მყოფ რაულ გონსალესს დაეწია, გზად კი ალფრედო დი სტეფანოს (227 გოლი) გადაასწრო. ახლა მესის წინ მხოლოდ უგო სანჩესი (234 გოლი) და სარა (251 გოლი) არიან. მექსიკელს მესი ამავე სეზონში გადაასწრებს, აი, სარას კი ალბათ მომავალი სეზონის დასაწყისში ჩამოიტოვებს, თუმცა ვინ იცის, ჩემპიონატის დასრულებამდე ხომ კიდევ 14 ტურია დარჩენილი...

ისევ "ნოუ კამპზე" გამართულ შეხვედრას დავუბრუნდეთ და აღვნიშნოთ, რომ მატჩის ყველაზე ლამაზი გოლი მოედანზე დაბრუნებულმა ნეიმარმა გაიტანა, რომელსაც 17 იანვრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. ბრაზილიელი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო და 89-ე წუთზე საჯარიმოს გარედან შესანიშნავი დარტყმით საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკოს" და "რეალის" იოლი გამარჯვება
მადრიდის "ატლეტიკომ" თავისი შეხვედრის ბედი პირველ ოთხ წუთში გადაწყვიტა. "ვალიადოლიდის" ფეხბურთელებმა გამარჯობის თქმა ვერ მოასწრეს, უკვე 0:2-ს რომ აგებდნენ. მესამე წუთზე ანგარიში რაულ გარსიამ გახსნა, რამდენიმე წამის შემდეგ კი ჩემპიონატში თავის 21-ე გოლს უკვე დიეგო კოშტა ზეიმობდა.

"ბარსელონას" მსგავსად, ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩი "როხიბლანკოსაც" ელის ("მილანთან"). შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ დიეგო სიმეონეს შეგირდებმა დარჩენილ წუთებში თავი არ მოიკლეს და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს - 74-ე წუთზე თავი დიეგო გოდინმა გამოიჩინა.

პირველი ტაიმის შემდეგ ასევე ორბურთიანი სხვაობით იგებდა "რეალი", რომელმაც "ალფონსო პერესზე" შარშან განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. სტუმრებმა ასევე სწრაფი გოლი გაიტანეს - თავი ისევ ხესემ გამოიჩინა, ვინც ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან გოლი 5-ში გაიტანა. მოედანი უგოლოდ არც ქარიმ ბენზემას დაუტოვებია, რომელმაც ანხელ დი მარიას გადაცემა შეირგო. წერტილი კი ლუკა მოდრიჩმა დასვა - 0:3.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ცრემლები "ელ მადრიგალზე"
კინაღამ ჩაიშალა "ვილიარეალის" და "სელტას" შეხვედრა, რომელიც 25 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. მატჩის ბოლო წუთებზე, როდესაც სტუმრები 1:0-ს იგებდნენ, მასპინძელთა მავანმა ქომაგმა მოედანზე ცრემლსადენი გაზის ბომბი ისროლა. სტადიონი და მისი ტრიბუნები კვამლმა მოიცვა. აცრემლებულმა გულშემატკივრებმა "ელ მადრიგალი" დატოვეს, არბიტრმა კი მატჩი შეწყვიტა.

შეხვედრა 25 წუთის შემდეგ განახლდა და მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო სულ რამდენიმე წუთი იყო, გალისიელებმა მასპინძელთა კარში მეორე გოლის გატანა მაინც მოასწრეს. "სელტამ" 2:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილამდე აღზევდა.

"ვილიარეალის" წაგებით ვერ ისარგებლა ბილბაოს "ატლეტიკმა", რომელმაც "სან მამეს ბარიაზე" პირველი მარცხი განიცადა. ბასკების მეტოქე ის "ესპანიოლი" იყო, რომელსაც ბოლო წლებში "ატლეტიკი" ვერაფრით უგებს. ეს უიღბლო ტრადიცია ამჯერადაც გაგრძელდა და "ესპანიოლმა" "ბილბაოს" ბოლო 7 შეხვედრაში მეხუთედ მოუგო (კიდევ ორი მატჩი ფრედ დასრულდა).

ხავიერ აგირეს გუნდის მხრიდან გოლები სერხიო გარსიამ და დიეგო კოლოტომ გაიტანეს, მასპინძელთაგან კი თავი ვეტერანმა კარლოს გურპეგიმ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ სერხიო გარსიამ სეზონში თავისი მე-10 ბურთი გაიტანა და პირადი რეკორდი დაამყარა.

"სევილია"-"ვალენსიას" უგოლოდ დასრულებული მატჩის გმირი კი არბიტრი ალფონსო ალვარეს ისკიერდო გახდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა - ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან ყველაზე სუსტი არბიტრები ესპანეთის ჩემპიონატს ჰყავს.

მსაჯმა სტუმართა კარში ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც ივან რაკიტიჩმა ვერ გამოიყენა; მოგვიანებით კი მარცხნივ და მარჯვნივ ყვითელი ბარათების დარიგება დაიწყო. მატჩის უკანასკნელ წუთზე ჟერემი მატიომ საჯარიმოში დენის ჩერიშევი წააქცია, მაგრამ ისკიერდომ მეორე პენალტის დანიშვნა ვერ გარისკა და რუს ფეხბურთელს სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. ზოგადად, "სევილია" ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ანდალუსიელებმა უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და მოუგებელი სერია ექვსამდე გაზარდეს.

ლა ლიგა. XXIV ტური

ელჩე-ოსასუნა 0:0
ელჩე (4-2-3-1): ტონიო (76. მანუ ერერა) - დ. სუარესი, ბოტია, ლომბანი, სისმა - რუბენ პერესი, კ. სანჩესი - ფიდელი (68. აარონ ნიგესი), კორომინასი, მანუ დელ მორალი - კრისტიან ერერა (84. ბოაკი)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, ლოტიე, არიბასი, დამია - ლოლო (74. ლოე), ფ. სილვა - სეხუდო (86. ნინო), რობერტო ტორესი, ე. არმენტეროსი (68. ლობატო) - ორიოლ რიერა
გამოუყენებელი პენალტი: კორომინასი (61. ელჩე)
გაფრთხილება: კორომინასი, დ. სუარესი, კ. სანჩესი - ლოტიე, დამია, ლოლო
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 12-8 (2-3); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 21 752

ატლეტიკო-ვალიადოლიდი 3:0
გოლები: 1:0 რაულ გარსია (3), 2:0 დიეგო კოშტა (4), 3:0 გოდინი (74)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, ალდერვეირელდი, გოდინი, ე. ინსუა - კოკე (79. ხ. სოსა), მარიო სუარესი, გაბი, არდა თურანი (76. ვილია) - რაულ გარსია (64. დიეგო), დიეგო კოშტა
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, მარკ ვალიენტე, ს. მიტროვიჩი, პენია - ფ. როსი, ა. რუბიო - დ. ლარსონი (72. რამა), ვიქტორ პერესი, ომარ რამოსი (46. ოსორიო) - ხავი გერა (79. მანუჩო)
გაფრთხილება: - ვიქტორ პერესი, პენია, ს. მიტროვიჩი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 13-4 (5-0); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 39 600

ლევანტე-ალმერია 1:0
გოლი: 1:0 ბარალი (62)
ლევანტე (4-4-2): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ექტორ როდასი, დ. ნავარო, ხუანფრანი - ელ ჟარი (77. ნაგორე), პ. დიოპი, სიმაო ჟუნიორი, რუბენ გარსია - ბარალი (89. პალიარდო), ვიქტორი (58. ბ. დიავარა)
ალმერია (4-3-2-1): ესტებანი - რაფიტა, ტრუხილიო, ტორსილიერი, დუბარბიერი (79. ტებარი) - ვერსა, აზიზი (69. კორონა), ელდერ ბარბოსა (64. ოსკარ დიასი) - ალექს ვიდალი, სუსო - ზონგო
გაფრთხილება: დ. ნავარო - დუბარბიერი, აზიზი, ტრუხილიო, სუსო
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13-13 (3-3); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 15 538

ბარსელონა-ვალეკანო 6:0
გოლები: 1:0 ადრიანო (2), 2:0 მესი (36), 3:0 ა. სანჩესი (53), 4:0 პედრო (56), 5:0 მესი (68), 6:0 ნეიმარი (89)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი (68. მასკერანო), ადრიანო - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი (74. ტელიო), პედრო (62. ნეიმარი)
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - არბილია (42. ტიტო), ზე კასტრო, საულ ნიგესი, მოხიკა - რაულ ბაენა, ტრაშორასი - რუბენ როჩინა, ბუენო (62. ხ. ვიერა), იაგო ფალკე - ლარივეი (73. ლონგო)
გაფრთხილება: არავინ
კუთხური: 12-5; ჯარიმა: 6-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 21-9 (10-4); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 74 517

ვილიარეალი-სელტა 0:2
გოლები: 0:1 ფ. ორელიანა (83), 0:2 ნოლიტო (90)
ვილიარეალი (4-2-3-1): ხუან კარლოსი - მარიო, დორადო (77. გაბრიელ პაულისტა), მუსაჩიო, იოკიჩი - პინა, ბრუნო - ჯოვანი დოს სანტოსი (77. ხ. პერეირა), ტრიგეროსი (73. ნ. ლეივა), მოისესი - პერბე
სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, კაბრალი (46. ინიგო ლოპესი), აურტენეჩე, ჯონი კასტრო - ა. ფერნანდესი (70. ალექს ლოპესი), ფონტასი, კრონ-დელი (57. ნოლიტო) - რაფაელ ალკანტარა, ფ. ორელიანა - სანტი მინა
გაფრთხილება: იოკიჩი, მუსაჩიო - კაბრალი, აურტენეჩე, ა. ფერნანდესი, ნოლიტო
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 19-9 (5-3); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 14 195

გრანადა-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 პიტი (31)
გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ნიომი, ტიაგო ილორი, მურილიო, ანგულო - რესიო, ფატაუ, ფრან რიკო - პიტი (60. დანი ბენიტესი), ბრაჰიმი (84. ფულკიე) - ელ-არაბი (82. რიკი)
ბეტისი (5-3-2): ადანი - ხუანფრანი, ამაია, ა. ნდიაიე, ხ. ფიგერასი, ხუან კარლოსი (65. ლეო ბაპტიშტაო) - ვერდუ (68. ნოსა იგიებორი), ლ. რეიესი (65. სალვა სევილია), ნონო - ხორხე მოლინა, რუბენ კასტრო
გაფრთხილება: ნიომი, პიტი, რობერტო, რიკი - ნონო, ამაია, ლეო ბაპტიშტაო, ა. ნდიაიე
გაძევება: დანი ბენიტესი (79. გრანადა), ამაია (90. ბეტისი)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 13-11 (4-6); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 20 000

ხეტაფე-რეალი 0:3
გოლები: 0:1 ხესე როდრიგესი (5), 0:2 ბენზემა (27), 0:3 მოდრიჩი (66)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ხუან ვალერა, ლისანდრო ლოპესი, ალექსისი, კარლოსი - ბორხა (64. ლასენი), ხუან როდრიგესი - პედრო ლეონი (72. პ. სარაბია), დიეგო კასტრო, გავილანი - ა. კოლუნგა (52. ლაფიტა)
რეალი (4-3-2-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (80. ილიარამენდი), ჩაბი ალონსო, დი მარია (83. კაზემირო) - ბეილი, ხესე როდრიგესი - ბენზემა (74. ისკო)
გაფრთხილება: ხუან როდრიგესი, ალექსისი, ხუან ვალერა - ბეილი, ბენზემა, დი მარია, მოდრიჩი
კუთხური: 8-10; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-16 (1-7); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 6 500

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბილბაო-ესპანიოლი 1:2
გოლები: 0:1 სერხიო გარსია (6), 1:1 გურპეგი (56), 1:2 კოლოტო (65)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ლაპორტი (46. ერიკ მორანი), ბალენსიაგა - გურპეგი, მიკელ რიკო - სუსაეტა (75. მუნიაინი), ანდერ ერერა (67. დე მარკოსი), იბაი გომესი - ადურისი
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - ვიქტორ სანჩესი, დავიდ ლოპესი - სტუანი, აბრაჰამი (63. ალექსი), სიმაო (72. პიცი) - სერხიო გარსია (90. ჯ. კორდობა)
გაფრთხილება: ადურისი, ირაოლა, გურპეგი - დავიდ ლოპესი, კოლოტო
გაძევება: ადურისი (87. ბილბაო)
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10-14 (3-7); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 35 000

სევილია-ვალენსია 0:0
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - კოკე, ფასიო, პარეხა (59. გამეირო), ა. მორენო - კარისო, იბორა (87. კრისტოფორო) - ხ. რეიესი (59. ჩერიშევი), რაკიტიჩი, ვიტოლო - ბაკა
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რ. კოშტა, მატიო, ბერნატი - ხავი ფუეგო, დანი პარეხო (82. ჟოაო პერეირა) - ფეგული, ე. ვარგასი, კარტაბია (54. სენდეროსი) - პაკო ალკასერი (70. ს. კეიტა)
გამოუყენებელი პენალტი: რაკიტიჩი (63. სევილია)
გაფრთხილება: კოკე, ვიტოლო, ჩერიშევი - რ. კოშტა, ხავი ფუეგო, სენდეროსი, დანი პარეხო, ე. ვარგასი, დიეგო ალვეში
გაძევება: რ. კოშტა (50. ვალენსია), ჩერიშევი (90. სევილია)
კუთხური: 14-1; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17-9 (2-0); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 40 000

17 თებერვალი
მალაგა-სოსიედადი 01:00

ბომბარდირები: 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 15 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა); 14 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა), პედრო (ბარსელონა); 12 - იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი)

მომდევნო ტური
21 თებერვალი:
ვალიადოლიდი-ლევანტე
22 თებერვალი:
რეალი-ელჩე, სელტა-ხეტაფე, სოსიედადი-ბარსელონა, ალმერია-მალაგა
23 თებერვალი:
რაიო ვალეკანო-სევილია, ბეტისი-ბილბაო, ვალენსია-გრანადა, ოსასუნა-ატლეტიკო
24 თებერვალი:
ესპანიოლი-ვილიარეალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული