კარლეს პუიოლმა "ბარსელონა" შესაძლოა ზაფხულში დატოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი კარლეს პუიოლი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. - ამის შესახებ ინფორმაციას Sport.es-ი აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელს, რომელსაც რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და მუხლთან დაკავშირებით პრობლემას განიცდის, არ უნდა, კლუბის მძიმე ტვირთი იყოს.

35 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 4, თასზე 6 და ჩემპიონთა ლიგაზე ერთი მატჩი ჩაატარა.

აქვე გეტყვით, რომ პუიოლის კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2016 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული