"ბარსელონას" ექიმებმა ტერ შტეგენი შეამოწმეს

AutoSharing Option
ყველამ იცის, რომ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" 21 წლის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზაფხულში "ბარსელონაში" გადავა, მაგრამ ამ ინფორმაციას ოფიციალურად მაინც არავინ ადასტურებს.

გერმანული "ბილდის" ინფორმაციით, წინა კვირას "ბარსას" ექიმები მიონხენგლადბახში იმყოფებოდნენ, ახალგაზრდა მეკარეს წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და ტრანსფერის მწვანე შუქი აუნთეს.

თუმცა გარიგებას ჯერ არც "ბარსელონა" ადასტურებს და არც "გლადბახი". საქმე იმაშია, რომ კატალონიელთა გოლკიპერ ვიქტორ ვალდესს ახალი კლუბი ჯერ არ უპოვია და სანამ არ იპოვის, "ბარსა" ტერ შტეგენის ტრანსფერს ოფიციალურად არ დაადასტურებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, კატალონიელები მიონხენგლადბახელებს ტერ
შტეგენში 12 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული