"ბარსელონა" ნეიმარისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" უახლოეს მომავალში ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელ ნეიმართან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ბრაზილიელთან შეთანხმებას უკვე ამ წელს მიაღწევს.

ნეიმარის მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" წელიწნახევრის წინ გაფორმდა და ის 2018 წლამდეა გათვლილი. ამ კონტრაქტის თანახმად, 22 წლის ფეხბურთელის ხელფასი, კლუბში დამკვიდრებული სტანდარტების კვალობაზე, არცთუ მაღალია. მაგალითისთვის, ნეიმარი გაცილებით ნაკლებს იღებს, ვიდრე "ბარსას" მცველი დანი ალვეში.

ახლა "ბარსელონას", ხელშეკრულების 2020 წლამდე გახანგრძლივების გარდა, ნეიმარისთვის პირობების გაუმჯობესებაც სურს და აპირებს, დაახლოებით იმდენივე შესთავაზოს, რამდენსაც ანდრეს ინიესტა, ჩავი და ჟერარ პიკე
იღებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული