ჟერარდ პიკე: "ბარსელონა" ჩემი ცხოვრებაა და მას არ დავტოვებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი ჟერარდ პიკე გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლბეს.

პიკემ მადლობა გადაუხადა ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვისენტე დელ ბოსკეს ნდობისთვის.

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩავდივარ ნაკრებში. ჩემთვის პატივია მ გუნდსი გამოსვლა ბოლო 8-9 წლის განმავლობაში. დიდი მადლობელი ვარ დელ ბოსკესი, რომ მენდობა მიუხედავად ჩემი ამჟამინდელი სიტუაციისა "ბარსელონაში". თუმცა ყოველთვის აწმყოთი ვცხოვრობ და მომავლისკენ ვიხედები და არა უკან წარსულში.

არ მგონია, რომ 2-3 გამოტოვებული მატჩი კლუბში მიზეზი იყოს, რომ "ბარსელონა" დავტოვო. "ბარსელონა" ჩემი ცხოვრებაა და არ ვაპირებ ის დავტოვო.
გავაგრძელებ ბრძოლას ძირითადში ადგილის დასაბრუნებლად.

ლუის ენრიკესთან ჩველებრივი ურთიერთობა მაქვს, როგორც ფეხბურთელს და მწვრთნელს შეეფერება. ბოლოს და ბოლოს ის იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო ფეხბურთელები ცდილობენ შეასრულონ ის, რასაც მწვრთნელი გვთხოვს", - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ პიკემ "ბარსელონაში" რამდენიმ მატჩი დისცპლინის დარღევისთვის გამოტოვა.

აქვე გეტყვით, რომ პიკემ ბელორუსის ნაკრებთან მთელი მატჩი ითამაშა, რომელიც ესპანელებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს.

მომზადებულია Inside Spanish Football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული