არ ვიცი, რა იქნება მომავალში - ლიონელ მესი "ბარსელონადან" წავა?

AutoSharing Option
ლიონელ მესი ყოველთვის ამბობდა, რომ კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურდა, მაგრამ ახლა ცოტა სხვაგვარად ალაპარაკდა:

"მე დღევანდელობით ვცხოვრობ. კონცენტრირებული ვარ ამ სეზონზე - მინდა კარგად ვითამაშო და "ბარსელონასთან" ერთად ტიტულები მოვიგო. მერე კი ვნახოთ.

ფეხბურთში ხშირად ყველაფერი თავდაყირა დგება. მითქვამს, რომ "ბარსაში" მსურს კარიერის დასრულება, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს.

მარტო მე რომ მეხებოდეს, აქედან ფეხს არასოდეს მოვიცვლიდი, მაგრამ ახლა მომავალზე ლაპარაკი მიჭირს. მით უფრო, იმის ფონზე, რაც "ბარსელონაში" ხდება", - ავრცელებს "ლა პულგას" კომენტარს არგენტინული პრესა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
1982წ-ან ბარსელონას ვქომაგობ. მესის გუნდიდან წასვლას არ ვისურვებდი,მაგრამ ალბათ ასე ჯობია იმიტომ,რომ პროგრესი ორივემ აშკარად შეაჩერა.ამ ფანტასტიკური ფეხბურთელის კიდევ ერთი აფეთქება იქნებ კიდევ ვიხილოთ მაგ.პრემიერლიგაში.
mamuka
14:34 19-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული