მადრიდის "რეალი" ემბლემაზე გამოსახულ ჯვარს მუსულმანთა ხათრით შლის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, კლუბის ემბლემიდან გააქროს ტრადიციული ქრისტიანული ჯვარი, რაც აბუ-დაბის ეროვნულ ბანკთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას უკავშირდება.

"სამეფო კლუბის" ემბლემის გვირგვინის თავზე პატარა ჯვარი 1920 წლიდანაა გამოსახული, როდესაც ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-მ კლუბზე მეურვეობა იკისრა.

ახალ ლოგოტიპს, რომელსაც ჯვარი არ ექნება, არაბულ სამყაროში გამოიყენებენ, სადაც ჯვრის გამოსახულებამ შესაძლოა მუსულმანთა რელიგიური გრძნობები შეურაცხყოს. აღსანიშნავია, რომ "რეალის" ემბლემა ევროპაში კვლავაც ორიგინალური დიზაინით იქნება წარმოდგენილი - ქრისტიანული სიმბოლოთი.

მსგავსი გადაწყვეტილება კლუბმა ადრეც, 2012 წელსაც მიიღო, როდესაც ემბლემაზე გამოსახულ ჯვარზე უარი მუსულმანი გულშემატკივრებისა
და კლუბის პარტნიორების ხათრით თქვა. სხვათა შორის, უწინ მსგავსი ნაბიჯი "ბარსელონამაც" გადადგა, რომელმაც ანგარიში ყატარულ სპონსორულ ფონდს გაუწია.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ანგარიში გაუწიეთ და ნახავთ მალე როგორ გადაგკუზავენ
ფულის მონები
10:45 29-11-2014
0
ფუ თქვენი! მართლა სუპერმარკეტია... გულისამრევია ტო
DEL PIERO 10
19:18 29-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული