10:05 02-12-2014
მთელი ვალენსია მესისთვის ბოთლის მსროლელს ეძებს
AutoSharing Option
უკვე გასული იყო ოფიციალურად დამატებითი სამი წუთი, როცა ლიონელ მესიმ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც თავით ნეიმარმა იყოჩაღა, მაგრამ თანამემამულის დარტყმულს მკერდით გადაეღობა დიეგო ალვეში.
მასპინძელთათვის სამწუხაროდ, ეპიზოდი ამით არ ამოწურულა, სერხიო ბუსკეტსი საჭირო დროს საჭირო ადგილზე გაჩნდა და "ბარსელონას" მე-11 ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ სეზონში გოლი გაიტანა.
გოლმა, ბუნებრივია, ძალიან დაამწუხრა "მესტალია", მაგრამ ერთ-ერთი ფანის საქციელი ყოველგვარ ზღვარს გასცდა - მის მიერ ნასროლი ბოთლი მესის თავში მოხვდა.
"ვალენსიას" წარმომადგენლებმა ქალაქის პოლიციის დეტექტივებთან ერთად 1-ლი დეკემბერი ვიდეოჩანაწერების შესწავლაში გაატარეს. ისინი ცდილობენ იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც მესის ბოთლი ესროლა.
შედეგი ამ ყველაფერმა არ გამოიღო, თუმცა პოლიცია არ ნებდება, ახლა ტელეკომპანიებს სთხოვეს, პოლიციას მიაწოდონ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები. არც მოხალისეთა მიერ გადაღებული ვიდეოების ნახვას გამორიცხავენ. რა ელის ფანს, თუ მის იდენტიფიცირებას შეძლებენ?
დიდი ალბათობით, ციხე მცირე ხნით ან დიდი ფულადი ჯარიმა. თავის მხრივ, "ვალენსია" მას სამუდამოდ ამოაკვეთინებს ფეხს "მესტალიადან".
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა იმ ეპიზოდის შემდეგ მესის ყვითელი ბარათი "დროის გაყვანისთვის" აჩვენა, თუმცა "ბარსელონა" ამ ყვითელ ბარათს ფედერაციაში გაასაჩივრებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული