კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალში" 2017 წლამდე დარჩება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ მიაღწია შეთანხმებას გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისტთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

Marca-ს ცნობით, ახალი ხელშეკრულების თანახმად, იტალიელი სპეციალისტი მადრიდულ გრანდს 2017 წლამდე გაწვრთნის. ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას კი "სამეფო კლუბი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტიმ "რეალი" 2013/2014 წლების სეზონში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა წინა სეზონში ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული