მარკო როისი ესპანურ ენას სწავლობს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა მარკო როისმა ესპანური ენის შესწავლა დაიწყო.

Bild-ის ინფორმაციით, 25 წლის გერმანელი ჰავბეკი უკვე სამი კვირაა, ესპანურ ენას სწავლობს.

აქვე გეტყვით, რომ როისმა შესაძლოა "ბორუსია" ზაფხულში დატოვოს, როცა კონტრაქტში ამოქმედდება პუნქტი, რომლის თანახმად, როისს გუნდის დატოვება 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.

გერმანულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კი როისი ჯერჯერობით უარს ამბობს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ნახევარმცველი იანვრამდე ვერ ითამაშებს.

გერმანელი ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებულები არიან მიუნხენის "ბაიერნი", მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული