"რეალის" 10 წლის ვუნდერკინდი 13 წლის "პუიოლს" აპამპულავებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალის" 10 წლის იაპონელმა ვუნდერკინდმა ტაკუჰირო ნაკაიმ პირველ "ელ კლასიკოში" მიიღო მონაწილეობა.

13-წლამდელთა შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელიც ვიდეოზეა ასახული, 13 წლის "პუიოლი", უბრალოდ, ვერ ხვდება, როგორ წაართვას ბურთი "რეაქტიულ" იაპონელს.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალმა" ახალგაზრდა ფებხბურთელი 9 წლის ასაკში დაიბევა და საკუთარ აკადემიაში მოაწყო.

ნაკაი სამშობლოში იმდენად პოპულარულია, რომ მისი მონაწილეობით სატელევიზიო გადაცემაც კი გადიოდა. მოედანზე კი ნაკაის უფრო ზედმეტსახელით, პიპითი იცნობენ.

როგორც ჩანს, "სამეფო კლუბს" იაპონელის სახით მომავალი ვარსკვლავი ეზრდება, თუმცა არის ერთი პრობლემა: ტაკუჰირო ნაკაი "ბარსელონას" გულშემატკივრობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელი ბავშვობიდან გულშემატკივრობს ბარსელონას ძაან მაინტერესებს :D 9 წლის გადავიდა რეალში :)))
zuka
17:39 09-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული