34 წლის ვეტერანმა 2016 წლის ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება და მედიის კითხვებს გასცა პასუხი.
ერთ-ერთი კითხვა საქართველოს ჩემპიონატის დონეს ეხებოდა - ჩისკოს თქმით, უმაღლესი ლიგის ზოგიერთი გუნდი სეგუნდა დივიზიონის დონისაა, ზოგი კი სეგუნდა B დივიზიონის დონის.
რაც შეეხება აგორებულ სკანდალს, რომლის მიხედვითაც, ჩისკო ერთ-ერთი ეჭვმიტანილია 2011 წლის 22 მაისს "ლევანტე"-"სარაგოსას" შეხვედრის გარიგებაში, ჩისკომ არჩია, ეს საკითხი უკომენტაროდ დაეტოვებინა.