Mundo Deportivo-ის ცნობით, მესიმ გასულ სეზონში პარიზულ კლუბში გადასვლაზე თქვა უარი იმის მიუხედავად, რომ მას პსჟ-ის წარმომადგენლებმა ძალიან სარფიანი წინადადებით პირადად მიმართეს.
არგენტინელისადმი დაინტერესების შესახებ თავის მხრივ არაერთხელ გამოაცხადა ლონდონის "ჩელსიმაც". თუმცა, როგორც ირკვევა, მესი "ბარსელონადან" წასვლას არსად აპირებს, რადგან ძალიან უყვარს ეს კლუბი და მისგან მხარდაჭერას მუდმივად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ კონტრაქტის თანახმად, მესის მსურველ კლუბს "ბარსელონასთვის" 250 მლნ ევრო ექნება გადასახდელი.