"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ გადაწყვიტა კლუბის საფეხბურთო დირექტორ ანდონი სუბისარეტასთან კონტრაქტის შეწყვეტა. პრეზიდენტი, კლუბის სახელით, მადლობას უხდის მას გაწეული შრომისათვის, მუხლჩაუხრელი მუშაობისა და თავდადებისთვის", - წერია ოფიციალურ საიტზე.
ესპანური პრესა იუწყებოდა, რომ სუბისარეტას კლუბის ხელმძღვანელობა სატრანსფერო ბაზარზე არც ისე წარმატებული საქმიანობისთვის შემოსწყრა. ამას დაემატა სპორტული არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომელმაც 2016 წლის იანვრამდე "ბარსას" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციაზე უარი ძალაში დაუტოვა. მოკლედ, კლუბში ხელს
აი, ანდონი სუბისარეტა კი სულ სხვა აზრისაა. კვირას ის აცხადებდა, რომ სატრანსფერო პოლიტიკაში ლაფსუსებზე პასუხს მე ნუ მთხოვთ, პრეზიდენტ ბარტომეუს მოსთხოვეთო. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ სუბისარეტას თავად სურს "ბარსელონას" პრეზიდენტობაზე კენჭისყრა. მოკლედ, ბარტომეუმ მომავალი კონკურენტი ჩამოიცილა, ალბათ, დროებით.
სუბისარეტას აბრალებენ, რომ გუნდში მარჯვენა მცველის პრობლემა ვერ გადაჭრა: დანი ალვეშის შემცვლელად მან დუგლასი შეიძინა, რომელიც აშკარად ვერ აკმაყოფილებს "ბარსას" მოთხოვნებს. გუნდში გაჩერება არ სურს მარტინ მონტოიასაც. მან შეიძინა ბელგიელი მცველი თომას ვერმალენი, რომელსაც ტრავმის გამო კიდევ კარგა ხანს არ ექნება "ბარსაში" დებიუტი.
ბარტომეუ უკვე შეუდგა სუბისარეტას შემცვლელის ძებნას. ერთის თქმა შეიძლება, რომ ის არ იქნება კარლეს პუიოლი.
ანდონი სუბისარეტა 1986-94 წლებში იყო "ბარსელონას" გოლკიპერი. 2010 წლის ივლისში ის "ბარსას" საფეხბურთო დირექტორი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"