"ბარსელონაში" კრიზისია - მესი ლუის ენრიკეს დაუპირისპირდა, სუბისარეტა გაუშვეს

AutoSharing Option
ყველა წინაპირობა არსებობს ვამტკიცოთ, რომ "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი და მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე საერთო ენას ვერ პოულობენ.

მესი ძალიან უკმაყოფილო დარჩა ენრიკეს გადაწყვეტილების გამო: "რეალ სოსიედადთან" კვირის მატჩში თავად ლეო, ნეიმარი და დანი ალვეში თადარიგში დარჩნენ, პიკესა და რაკიტიჩს კი საერთოდ არ უთამაშიათ სან სებასტიანში.


ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ მესიმ უკვე გადაუსვა ხაზი ლუის ენრიკეს სამწვრთნელო მუშაობას, "ბარსელონას" მთავარ ვარსკვლავს კი ყველაზე მეტად ის ფაქტი სწყინს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა არ იზიარებს არგენტინელის პოზიციას მთავარ მწვრთნელთან
დაკავშირებით.

მესიმ მწვრთნელს გუშინ, 5 იანვარს, ღია ვარჯიშზე გამოუცხადებლობით უპასუხა.

გამოცხადდა, რომ ლეოს გასტროენტერიტი აქვს, მაგრამ Sport.es-ი იტყობინება, რომ არგენტინელს ექიმებისთვის არ მიუმართავს, რაც გვაფიქრებინებს ვარსკვლავსა და მთავარ მწვრთნელს შორის სერიოზულ უთანხმოებაზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული