კარლეს პუიოლმა "ბარსელონა" დატოვა

AutoSharing Option
კარლეს პუიოლმა "ბარსელონას" სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას გათავისუფლების შემდეგ თავადაც დატოვა სპორტული დირექტორის ასისტენტის თანამდებობა.

პუიოლმა ასისტენტის თანამდებობა 2014 წელს, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ დაიკავა. მან წასვლის შესახებ ანდონი სუბისარეტას გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პუიოლი "ბარსელონაში" 1999 წლიდან 2014 წლამდე გამოდიოდა. ამ ხნის განმავლობაში ის 6-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ თასის მფლობელი და 5-ჯერ ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული. გარდა ამისა, პუიოლს სამჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული