"ბარსელონამ" ლუის ენრიკეს პოსტის შენარჩუნებისთვის პირობები წაუყენა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განკარგულებაში ორი მატჩია საიმისოდ, რომ კლუბიდან 5 იანვარს დათხოვნილი სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას გზას არ გაჰყვეს.

როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელისგან ესპანეთის თასზე "ელჩესთან" და 11 იანვარს ლა ლიგაში "ატლეტიკოსთან" დამაჯერებელ გამარჯვებებს მოელის.

ამასთან, ლუი ენრიკემ მიიღო მითითება, სასწრაფოდ მოაწესრიგოს ურთიერთობა თავის ფეხბურთელებთან, უფრო ზუსტად კი, არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესისთან.

ასევე იხილეთ:
კარლეს პუიოლმა "ბარსელონა" დატოვა
"ბარსელონაში" კრიზისია - მესი ლუის ენრიკეს დაუპირისპირდა, სუბისარეტა გაუშვეს
"ბარსელონამ" ანდონი სუბისარეტა გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 3 /
სისულელეა როტაცია გააკეთა და დამარცხდა და მაგის გამო ვერავინ ვერ გაუშვებს რაც შეეხება მესისთან ურთიერთობას არამგონია გაფუჩებული ქონდეს მწვრთნელს უნდ აქონდეს იმხელა ავტორიტეტი რომ ფეხბურთელის დასვენებაზე ამხელა ამბავი არ მოყვეს
giorgi
17:38 06-01-2015
0
არ არის სისულელე, გიორგი. ლუის ენრიკემ სისულელე გააკეთა, როდესაც ანოეტაზე, სადაც 6 წელია ბარსას არ მოუგია, ექსპერიმენტებს მიჰყო ხელი. არჩევნებიც კარზეა მომდგარი და ბარტომეუ აშკარად ძლიერდება ამ ფონზე. თანაც, მესი, როგოც ჩანს, ბარტომეუს მხარესაა.
თემო
21:31 06-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული