ლიონელ მესი: გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ტყუილი იწერება

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა.

"უბრალოდ, დადგა დრო, ეს ყველაფერი დასრულდეს. მინდოდა საჯაროდ გამოვსულიყავი, რადგან გუნდში ატმოსფერო გაუარესდა.

ყველა უკმაყოფილო იყო იმ ცნობებით, რაც პრესაში იწერებოდა და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მიჩვეულები ვართ, როცა რაღაც ინფორმაცია პრესაში ჟონავს, ასეთი რამ ხდება "ბარსელონაში", მაგრამ აქ ცუდი სიტუაცია იყო. არც ერთ ჩვენგანს არ სურდა, რომ პრესაში ტყუილი დაწერილიყო. ეს გუნდურ სულს ვნებს.

ამიტომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე. ადრე არ უარვყოფდი
ხოლმე ცნობებს, მაგრამ ახლა დავფიქრდი და მივხდი, რომ დადგა ის მომენტი, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ტყუილი იწერება", - თქვა მესიმ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული