"უბრალოდ, დადგა დრო, ეს ყველაფერი დასრულდეს. მინდოდა საჯაროდ გამოვსულიყავი, რადგან გუნდში ატმოსფერო გაუარესდა.
ყველა უკმაყოფილო იყო იმ ცნობებით, რაც პრესაში იწერებოდა და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
მიჩვეულები ვართ, როცა რაღაც ინფორმაცია პრესაში ჟონავს, ასეთი რამ ხდება "ბარსელონაში", მაგრამ აქ ცუდი სიტუაცია იყო. არც ერთ ჩვენგანს არ სურდა, რომ პრესაში ტყუილი დაწერილიყო. ეს გუნდურ სულს ვნებს.
ამიტომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე. ადრე არ უარვყოფდი
მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით