მადრიდის "რეალი" მარტინ ედეგორის ტრანსფერს მალე გამოაცხადებს

AutoSharing Option
ერთი კვირის წინ ნორვეგიელი თინეიჯერი მარტინ ედეგორი მადრიდში იმყოფებოდა. ის მადრიდულ დერბისაც დაესწრო "ვისენტე კალდერონზე", "ატლეტიკოსა" და "რეალს" შორის.

"მარკას" ახალი ინფორმაციით, სულ მალე "სამეფო კლუბი" ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ ნორვეგიელი ტალანტი შეიძინა.

16 წლის ედეგორმა მადრიდში ყოფნისას კრიშტიანო რონალდო, სერხიო რამოსი, ტონი კროოსი და სხვები გაიცნო და სამშობლოში აღფრთოვანებული დაბრუნდა.

ედეგორის ხელში ჩაგდება ბევრ გრანდს სურდა, მათ შორის ყველაზე მეტად მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული