ჩინელმა მილიარდერმა ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის აქციები შეიძინა

AutoSharing Option
საინვესტიციო კომპანია Dalian Wanda Group-ის მფლობელმა ვან ცძიანლინმა მადრიდის "ატლეტიკოს" აქციების 20 პროცენტი იყიდა.

ჩინელმა მილიარდერმა აქციების სანაცვლოდ 52 მილიონი დოლარი გადაიხადა, რომლის თანახმად, ესპანური კლუბი ჩინეთში სამ საფეხბურთო სკოლას გახსნის, ჩინეთში ტურს გამართავს, ხოლო კომპანია რამდენიმე პროექტში სპონსორის სახით მოევლინება.

"ატლეტიკო" და Dalian Wanda Group-ი, ასევე, ესპანეთშიც ითანამშრომლებენ. გეგმაშია 34 მილიონი დოლარის ინვესტიცია ახალგაზრდულ ცენტრში, რომელიც მადრიდში მდებარეობს და ასევე, ჩინური ჭაბუკთა ფეხბურთის მხარდაჭერა.

ამ პროექტის თანახმად, 2017 წელს ესპანეთში უკვე 180 ნიჭიერი ჩინელი ფეხბურთელი ივარჯიშებს.

აღსანიშნავია, რომ ვან
ცძიანლინი ჟურნალ Forbes-ის რეიტინგში 42-ე ადგილზე იმყოფება. მისი ქონება 18 მილიარდ დოლარად ფასდება.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" ესპანეთის მოქმედი ჩემპიონია და გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული