მარტინ ედეგორი საბოლოოდ მადრიდის "რეალს" დარჩა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ზამთრის სეზონში პირველი ტრანსფერი განახორციელა. "სამეფო კლუბის" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება "სტრომსგოდსეტთან" და 16 წლის მარტინ ედეგორი ამიერიდან "რეალის" ფეხბურთელია.

ნორვეგიელ ვუნდერკინდს თითქმის ყველა გრანდს უკავშირებდნენ, თუმცა ბოლოს აშკარად "რეალმა" უფრო იყოჩაღა. ამას წინათ ედეგორი მადრიდულ დერბისაც დაესწრო. მოკლედ, ყველაფერი შეთანხმებულია და თინეიჯერი "სამეფო კლუბს" დარჩა.

ოფიციალურად კონტრაქტის დეტალები არ თქმულა, თუმცა, სავარაუდოდ, ედეგორში "რეალმა" 4 მილიონი ევრო გადაიხადა. მარტინ ედეგორი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნორვეგიის ნაკრების წევრია და ამ გუნდში უკვე 3 თამაში გამართა. ის ევროპის
ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა.

ედეგორი თავიდან "რეალის" მეორე გუნდში, "რეალ კასტილიაში" ითამაშებს, ზინედინ ზიდანის მეთაურობით.

ედეგორი მედიას "რეალის" დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ წარუდგინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული