ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტური: "ბარსამ" უსუარესოდ იფრინა [VIDEO]

AutoSharing Option
* კრიშტიანო რონალდომ საკლუბო კარიერაში მე-600 მატჩი (411 გოლი) ითამაშა.

* მეტოქისთვის ფეხის ჩარტყმისთვის კრიშტიანო რონალდოს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

* ლიონელ მესიმ ამ სეზონში პირველი პენალტი გაიტანა.

* ამ სეზონში მესიმ და ნეიმარმა ერთად მე-11 მატჩში გაიტანეს.

"რეალმა" II წრე ისე დაიწყო, I არ დაუსრულებია - "სამეფო კლუბმა" იმარჯვა და კვლავ ლიდერია, მაგრამ გუნდი გარკვეული ხნით დაკარგავს საუკეთესო ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს. პორტუგალიელი საძაგლად მოიქცა, უბურთო მეტოქეს ფეხი ჩაარტყა. ამასობაში, ლეო მესის და ნეიმარს ვეღარ აჩერებენ...

კრიშტიანოა თუ პეპე
ის, რაც კრიშტიანო
რონალდომ 82-ე წუთზე ჩაიდინა, ძალზე შორს არის "ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელის საქციელისგან. პორტუგალიელი სამარცხვინოდ მოიქცა: ჯერ "კორდობას" მცველ ედიმარს, რომელიც უბურთოდ იყო, ფეხი ამოარტყა, შემდეგ მეორე კორდობელს ხელი გაარტყა და ისე მოიშორა, მესამეს კი ხელი ჰკრა...

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ გაუმართლა, რომ მსაჯმა ერნანდეს ერნანდესმა ოქმში არ ჩაწერა "არასპორტული აგრესიული ქცევა" და მხოლოდ "უბურთო ფეხბურთელისთვის ფეხის ჩარტყმით" შემოიფარგლა. ასე რომ, შეიძლება, რონალდოს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია არ დაემუქროს. სხვათა შორის, ეს იყო პორტუგალიელი ფორვარდის მე-600 საკლუბო მატჩი კარიერაში.

იხილეთ ინციდენტის ვიდეო
Sportall.Ge

"რეალი" 10 კაცით დარჩა, ანგარიში 1:1 იყო. "კორდობა" თუ არ სჯობდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა მეტოქეს, მაგრამ მაინც "სამეფო კლუბმა" იმარჯვა - გარეთ ბეილმა საჯარიმო დაარტყა და ცოცხალ კედელში მყოფ ფედე კარტაბიას ბურთი ხელზე გაარტყა. პენალტი ბეილმა გოლად აქცია - 2:1 და "რეალი" ისევ ერთპიროვნული ლიდერია.

მანამდე, პირველ ტაიმში იყო ნაბილ ღილასის პენალტი - საჯარიმოში ხელით სერხიო რამოსმა ითამაშა. "რეალის" პასუხს დიდხანს არ დაუყოვნია, კუთხურის შემდეგ ბეილმა ბურთი თავით დაუგდო ქარიმ ბენზემას, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა. მეორე ტაიმში, ინციდენტამდე დიდებული მომენტი ჰქონდა "კორდობას" რუმინელ ფორვარდ ფლორინ ანდონეს, რომელმაც კასილიასს ბურთი თავზე გადაუგდო. ბურთი მიწიდან ხარიხას მოხვდა...

"მარკას" რჩეულები: ბებე (კორდობა), ბენზემა - 7,5-7,5 ბალი.

მიროსლავ ჯუკიჩი (კორდობა): "კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის შემართებით და მის მიერ გაწეული სამუშაოთი. მიზანმიმართულად ვითამაშეთ და მეტოქის ფლანგების გადაკეტვას შევეცადეთ. ჩვენ ვამაყობთ. დღევანდელი მატჩი ბიჭებისთვის სტიმული იქნება. "რეალის" ცუდი თამაში კი ჩვენი დამსახურებაა".

კარლო ანჩელოტი (რეალი): "სამი ქულა მოვიპოვეთ და ცხრილის მწვერვალზე დავრჩით. ეს ძალიან მძიმე ბრძოლის ფასად დაგვიჯდა, მეტოქე იბრძოდა ყოველი გოჯისთვის და ურიგოდ არ გვიტევდა. პირველ ტაიმში ჩვენი თამაშით უკმაყოფილო ვარ. რაც შეეხება რონალდოს გაძევების ეპიზოდს, ვერაფერს ვიტყვი ახლა, რადგან ვერ დავინახე, რა მოხდა".

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველას, განსაკუთრებით კი, ედიმარს".

იხილეთ მატჩის ვიდეო
Sportall.Ge

ლუის სუარესის უცნაური დაბადების დღე
"ელჩე" არ არის პრიმერადივიზიონის დონის გუნდი და ალბათ, გაზაფხულზე დატოვებს კიდევაც ელიტას, თუმცა ეს არ ჩრდილავს "ბარსელონას" დიდებულ თამაშს - ლუის ენრიკეს შეგირდებმა 6:0 მოიგეს. ლუის სუარესი თამაშის დღეს 28 წლის გახდა და დაბადების დღე უცნაურად მიულოცეს: სათადარიგოთა სკამზე დატოვეს და არც მოედანზე გაიყვანეს.

სიმართლე ითქვას, პირველი ეპიზოდი, რომელსაც ჟერარდ პიკეს გოლი მოჰყვა, თამაშგარე მდგომარეობას ჰგავდა. დიდებულად ითამაშა ლეო მესიმ, რომელმაც ორ გოლს ორი საგოლე პასი მიაყოლა. ნეიმარის შედეგიც არ არის მოკრძალებული: დუბლი და საგოლე პასი; ერთი გოლიც პედროს ანგარიშზეა. "მარკას" რჩეული - ნეიმარი (8,5 ბალი).

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "დღევანდელმა მატჩმა დაგვანახვა, რა შეუძლია ჩვენს გუნდს, მაგრამ ყოველთვის სამი და მეტი გოლით ვერ მოვიგებთ - ეს ძალიან ძნელია. პირველი გოლის შემდეგ გუნდს ხელ-ფეხი გაეხსნა. თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გრიზმანის დუბლით
დიეგო სიმეონემ ფერნანდო ტორესი სათადარიგო სკამზე დასვა, ძირითადში ანტუან გრიზმანი დააბრუნა და არც უნანია - დერბის ბედი სწორედ ფრანგმა გადაწყვიტა დუბლით - მან ჯერ ბურთი "მოპარა" მცველს და ისე გახსნა ანგარიში, შემდეგ კი კონტრშეტევაზე იხეირა. მართალია, ტრაშორასმა შორეული დარტყმით მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ "რაიო" საკუთარმა ფორვარდმა დაღუპა, ანგოლელმა მანუჩამ ბურთი თავის კარში ჩაჭრა - 3:1. ქვეყნის ჩემპიონი ისევ მესამე ადგილზეა. "მარკას" რჩეული გრიზმანია 8 ბალით.

დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადმა" ბასკური დერბი მოუგო "ეიბარს". გამარჯვების გოლი სტუმართა კარში დანიშნულ კუთხურს მოჰყვა. თავი ჩაბი პრიეტომ გამოიჩინა, კაპიტანმა ბურთი თავით "პარაშუტის" ტრაექტორიით გაუშვა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "მარკამ" კარლოს ველა დაასახელა, მასპინძელთა მექსიკელმა ფორვარდმა 7 ბალი დაიმსახურა.

დისკვალიფიცირებული დენის ჩერიშევისა და "არსენალში" წასული გაბრიელ პაულისტას გარეშე მოთამაშე "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" მაინც მოიგო. გამარჯვების გოლი ვალენსიელთა კარში დამატებაზე არგენტინელმა ლუსიანო ვიეტომ გაიტანა. მატჩში საუკეთესო შეფასება - 7-7 ბალი მან, მატეო მუსაჩიომ და ბრუნო სორიანომ მიიღეს. სხვათა შორის, გაბრიელის ნაცვლად, შესაძლოა, "ვილიარელმა" იჯარით მიიღოს ხოელ კემპბელი, მუნდიალის კოსტარიკელი გმირი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რესინოს ქულა
აბელ რესინოს დებიუტი "გრანადას" თავკაცის პოსტზე ურიგო არ გამოდგა - მისმა გუნდმა სტუმრად უშუალო კონკურენტთან არ წააგო. გალისიაში ანგარიში სწორედ "გრანადამ" გახსნა, პიტიმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. "დეპორტივომ" პირველი ტაიმი მოიგო, ჯერ დამატებაზე იყოჩაღა ხოსე როდრიგესმა, შემდეგ ახლო მანძილიდან ლუკას პერესმა გაიტანა. მატჩის მიწურულს "გრანადას" ქულა რობერტ იბანიესის გოლმა გადაურჩინა.

"ბილბაოსა" და "მალაგას" მატჩმა "სან მამეს ბარიაზე" დიდი აჟიოტაჟი კი გამოიწვია, მაგრამ "ლომებმა" ფანები კვლავ ვერ გაახარეს. ბასკები მათმა "მცველ-ფორვარდმა" მიკელ სან ხოსემ დააწინაურა, მაგრამ მალევე ხავი გერამ "მალაგას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ეს ფეხბურთელი ანდალუსიელებმა ახლახან "კარდიფიდან" ითხოვეს.

"ესპანიოლმა" 3 უპასუხო გოლი გაუტანა "ალმერიას", ურუგვაელმა სტუანიმ დუბლით გამოიჩინა თავი.

ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტური
24 იანვარი
კორდობა-რეალი 1:2
გოლები: 1:0 ღილასი (2-პენ), 1:1 ბენზემა (27), 1:2 ბეილი (88-პენ)
კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - გუნინო, პანტიჩი, კრესპო, ედიმარი - დეივიდი, როსი - ბებე, ფედე კარტაბია, ღილასი - ანდონე (80. ვიკო)
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო (72. ფ. კოენტრაო) - ხედირა (64. ილიარამენდი), კროოსი, ჯ. როდრიგესი (80. ხესე) - ბეილი, ბენზემა, რონალდო
გაფრთხილება: როსი, კარტაბია - რამოსი, კარვახალი
გაძევება: რონალდო (82), კარტაბია (87)
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 16-13 (4-4); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 21 822

ელჩე-ბარსელონა 0:6
გოლები: 0:1 პიკე (35), 0:2 მესი (55-პენ), 0:3 ნეიმარი (69), 0:4 ნეიმარი (72), 0:5 მესი (88), 0:6 პედრო (93)
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, პელეგრინი, სისმა (61. ალბაკარი) - ა. გონსალესი (70. ლომბანი), პაშალიჩი - ვ. როდრიგესი, ფაირი, ა. ნიგესი (82. კორომინასი) - ჟონათასი
ბარსელონა (4-3-): ბრავო - მონტოია, პიკე, ბარტრა, ალბა (70. ბუსკეტსი) - ჩავი (72. ს. რობერტო), მასკერანო (70. ადრიანო), რაფინია - პედრო, მესი, ნეიმარი
გაფრთხილება: სისმა, ნიგესი, პელეგრინი, ჟონათასი, ფაირი, ლომბანი - მასკერანო, ალბა
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 6-12 (3-8); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 28 235

ატლეტიკო-ვალეკანო 3:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (12), 2:0 გრიზმანი (22), 2:1 ტრაშორასი (35), 3:1 მანუჩო (56 ს.კ.)
ატლეტიკო (4-3-3): მოია - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, მირანდა, სიკეირა - გაბი, ტიაგო, მ. სუარესი - არდა თურანი (80. რაულ გარსია), მანჯუკიჩი (70. ფ. ტორესი), გრიზმანი
ვალეკანო (3-5-1-1): ტონიო - ზე კაშტრო, ბა, მორსილიო - აკინო, ბაენა, ტრაშორასი, ფატაუ (72. ბუენო), კაკუტა (83. ა. მორენო) - იოსაბედი (57. პოსუელო) - მანუჩო
გაფრთხილება: გაბი - ბაენა
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-10 (5-3); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 37 202

სოსიედადი-ეიბარი 1:0
გოლი: 1:0 ჩაბი პრიეტო (56)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ბერჩიჩე - გრანერო (79. გ. ელუსტონდო), პარდო - ველა (86. გ. კასტრო), ჩაბი პრიეტო, კანალესი (91. ერვასი) - აგირეჩე
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ლილიო, ანიბარო, აბრაამი - ერასტი (77. ლარა), დ. გარსია - კაპა (77. ანხელი), არუაბარენა, დელ მორალი (68. ნიეტო) - ს. ბერხონი
გაფრთხილება: გრანერო, ა. ელუსტონდო - გარსია, ლილიო
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 6-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 19-9 (4-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 19 000

ვილიარეალი-ლევანტე 1:0
გოლი: 1:0 ვიეტო (56)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი, ტრიგეროსი (69. რუკავინა), ბრუნო, მ. გომესი - უჩე (64. ჯოვანი დოს სანტოსი), ვიეტო (82. ხ. მორენო)
ლევანტე (4-2-3-1): მარინიო - ი. ლოპესი, ვინტრა, ადუა, მორალესი (46. კარაბელასი) - კამარასა, მ. სისოკო (80. ჩუმეტრა)- რუბენ გარსია, ვ. კასადესუსი, ივანშიტცი (71. ელ ჟარი) - ბარალი
გაფრთხილება: - ვინტრა, ელ ჟარი, კამარასა
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-11 (4-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 11 000

25 იანვარი
დეპორტივო-გრანადა 2:2
გოლები: 0:1 პიტი (7), 1:1 ხ. როდრიგესი (34), 2:1 ლ. პერესი (38), იბანიესი (83)
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, ხ. დომინგესი - ხ. როდრიგესი (73. ლაურე), ლ. პერესი (57. ფარინია), კავალეირო - რიერა (65. ტოჩე)
გრანადა (4-2-3-1): ოიერი - ფულკიე, ბაბენი, მაინსი, ინსუა - იტურა, ფ. რიკო - იბანიესი, პიტი (66. როჩინა), ლ. ბანგურა (63. ხუან კარლოსი) - ელ-არაბი (74. კორდობა)
გაფრთხილება: როდრიგესი, დომინგესი, პერესი - კარლოსი, რიკო, კორდობა
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13-5 (7-2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 17 000

ბილბაო-მალაგა 1:1
გოლები: 1:0 სან ხოსე (70), 1:1 გერა (78)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა (65. უ. ლოპესი), ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, მ. რიკო (84. ბენიატი) - სუსაეტა, დე მარკოსი, ი. გომესი (65. ვიგერა) - ადურისი
მალაგა (4-2-3-1): კამენი - მ. ტორესი, ანხელერი, ველიგტონი, ანტუნეში - ნაჩო კამაჩო, დარდერი - კასტილიეხო (61. ხუანმი), ლუის ალბერტო (72. ამრაბატი), ორტა (87. დუდა) - გერა
გაფრთხილება: - კამაჩო
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 11-8 (5-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 41 200

ესპანიოლი-ალმერია 3:0
გოლები: 1:0 სტუანი (37), 2:0 სტუანი (40), 3:0 კაისედო (74)
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი (62. ვ. სანჩესი), ე. მორენო, ფუენტესი - ლ. ვასკესი, აბრაამი, კანიასი, სევილია (80. ალექსი) - ს. გარსია, სტუანი (70. კაისედო)
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - მასედო, ველესი, ტრუხილიო, ხ. ნავარო - ვერსა, თომასი (46. სორიანო) - მენდესი (79. ესპინოსა), კორონა, ვ. სილვა (73. რომერა) - ჰემედი
გაფრთხილება: გონსალესი, კანიასი - თომასი
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-9 (9-1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 16 792

ვალენსია-სევილია 3:1
გოლები: 1:0 პარეხო (18-პენ), 2:0 პარეხო (32), 2:1 ბაკა (36-პენ), 3:1 ფუეგო (56)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - კანსელო, მუსტაფი, ოტამენდი, გაია - ფუეგო, ე. პერესი - როდრიგო (89. დე პაული), პარეხო, ანდრე გომეში (80. ორბანი) - ნეგრედო (84. პ. ალკასერი)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, პარეხა (80. ასპასი), კარიშო, ფიგეირაში - იბორა, კრიხოვიაკი - დეულოფეუ, ბანეგა, ვიტოლო (65. დ. სუარესი) - ბაკა (71. გამეირო)
შენიშვნა: ბაკამ ვერ გაიტანა პენალტი (41)
გაფრთხილება: პარეხო, ფუეგო, კანსელო, პერესი, გაია, ოტამენდი - ფიგეირაში, ბანეგა, ვიტოლო, კრიხოვიაკი, იბორა
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 23-15; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 13-10 (8-6); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 38 500

26 იანვარი
ხეტაფე-სელტა 23:45

ბომბარდირები: 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - ნეიმარი (ბარსელონა); 12 - კარლოს ბაკა (სევილია); 10 - გარეთ ბეილი (რეალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)

მომდევნო ტური
30 იანვარი:
რაიო ვალეკანო-დეპორტივო

31 იანვარი:
რეალი-რეალ სოსიედადი, ეიბარი-ატლეტიკო, გრანადა-ელჩე, სელტა-კორდობა

1-ლი თებერვალი:
ლევანტე-ბილბაო, ალმერია-ხეტაფე, სევილია-ესპანიოლი,ბარსელონა-ვილიარეალი

2 თებერვალი:
მალაგა-ვალენსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული