ჟერარდ პიკე ესპანეთის საგადასახადოს უჩივლებს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ გადაწყვიტა, ესპანეთის საგადასახადო სამსახურს უჩივლოს, რომელიც მას გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს.

Inside Spanish Football-ის ცნობით, საგადასახადო სამსახური პიკეს 2.5 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს, მაგრამ ამას არ ეთანხმება თავად ფეხბურთელი.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საგადასახადო სამსახური "ბარსელონას" ფეხბურთელებს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. ადრე მსგავსი რამე ლიონელ მესისთან დაკავშირებითაც მოხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული