"მილანის" ყოფილი სელექციონერი "ბარსელონას" სპორტული დირექტორი გახდება

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი გენერალური დირექტორი არიედო ბრაიდა "ბარსელონას" სპორტული დირექტორი გახდება, - იტყობინება TV3.

68 წლის იტალიელი ანდონი სუბისარეტას ადგილს დაიკავებს, რომელიც იანვრის დასაწყისში გაათავისუფლეს.

ბრაიდას ბოლო სამუშაო ადგილი "სამპდორია" იყო, საიდანაც ის გასული წლის ივლისში წავიდა.

აღსანიშნავია, რომ ბრაიდა "მილანში" 28 წელი მუშაობდა და "სან სიროზე" ისეთი ფეხბურთელები მიუწვევია, როგორებიც არიან მარკო ვან ბასტენი, ანდრეი შევჩენკო, ტიაგო სილვა და კაკა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული