ატლეტიკო-ბარსელონა 2:3 - ომი მადრიდში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 იანვარს მადრიდში ესპანეთის სამეფო თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის.

პირველი თამაში "ბარსამ" 1:0 მოიგო, თუმცა ამ უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა უკვე პირველ წუთზე, როცა ფერნანდო ტორესმა გაიტანა.

ამის შემდეგ დიდებული თამაში გაჩაღდა, რომელსაც მხოლოდ მსაჯის შეცდომები აყენებდა ჩრდილს.

ტაიმი "ბარსელონამ" 3:2 მოიგო და მასპინძლებს კაპიტანი გაბი გაუძევეს. სტუმართა რიგებში დუბლი შეასრულა ბრაზილიელმა ნეიმარმა. ნახევარფინალისტის ვინაობაც მაშინ გადაწყდა.

მეორე ტაიმში მხოლოდ ის მოხდა, რომ "ატლეტიკო" 9 კაცის ამარა დარჩა, გააძევეს მარიო სუარესი. საბოლოოდ, "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში,
4:2 მოიგო და სამეფო თასის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მოედანზე გუნდებს შორის ძალიან დაძაბული ვითარება იყო. ესპანეთის თასის სამი სხვა მეოთხედფინალური დაპირისპირება დღეს, 29 იანვარს გაიმართება.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
დიეგო სიმეონე: მესი უფრო საშიშია, ვიდრე რონალდო, ბეილი და ბენზემა, ერთად აღებული

ლუის ენრიკე: პროფესიონალები სულელურად არ უნდა მოიქცნენ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული