ამით ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია (RFEF) კლუბების საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევის გაპროტესტებას აპირებს.
ფედერაციამ შესაძლოა ნაწილობროვ შეაჩეროს შიდა ჩემპიონატის მატჩების ნაწილი.
ფედერაცია ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, პროტესტის ნიშნად, სახელმწიფოს წინააღმდეგ აპირებს, რომელიც კლუბების ფინანსურ საქმიანობაში ერევა.
გარდა ამისა, ფედერაციის ხელმძღვანელობამ უკმაყოფილება გამოთქვა სახელმწიფოს მიერ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირების გამო.
ესპანეთის სპორტის უმაღლესი კავშირის (CSD) პრეზიდენტმა მიგელ კარდენლმა, თავის მხრივ, ყველა უკმაყოფილო პირს მოუწოდა, სასამართლოში გაარკვიონ საქმე, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ქმედებები აღიკვეთოს.