ნეიმარი "ბარსელონაში" 2020 წლამდე დარჩება და წლიურ 12 მლნ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა კლუბის ხელმძღვანელობასთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივების თაობაზე. ამის შესახებ ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Sport იუწყება.

წყაროს ცნობით, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას სულ მალე მოაწერს ხელს და ხელფასი წელიწადში დაახლოებით 12 მლნ ევრო ექნება.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 17 მატჩში ითამაშა, გაიტანა 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული