"ბარსელონას" ოფიციალური განცხადება

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ოფიციალური განცხადება გააკეთა "ნეიმარის საქმეზე" განვითარებული მოვლენების გამო.

შეგახსენებთ, რომ  "ბარსელონას" ნეიმარის ტრანსფერისთვის, რომელიც 2013 წელს განხორციელდა "სანტოსიდან", 12 მილიონ ევროს ედავებიან, ხოლო პირადად პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს - 2,8 მილიონი ევროს გადასახადების დამალვას.

"ბარსელონა" აბსოლუტურად არ იზიარებს ბრალდებებს კლუბის პრეზიდენტ ბარტომეუს მიმართ.

ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს და ამისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებთ.

"ბარსელონა" იმედოვნებს, რომ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას უარით გაისტუმრებს.

ნეიმარის ტრანსფერი არ განხორციელებულა კანონის დარღვევით", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ საქმეს გადაჰყვა "ბარსას" წინა პრეზიდენტი სანდრო როსელი,
რომელიც თანამდებობიდან გადადგა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული