შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ნეიმარის ტრანსფერისთვის, რომელიც 2013 წელს განხორციელდა "სანტოსიდან", 12 მილიონ ევროს ედავებიან, ხოლო პირადად პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს - 2,8 მილიონი ევროს გადასახადების დამალვას.
"ბარსელონა" აბსოლუტურად არ იზიარებს ბრალდებებს კლუბის პრეზიდენტ ბარტომეუს მიმართ.
ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს და ამისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებთ.
"ბარსელონა" იმედოვნებს, რომ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას უარით გაისტუმრებს.
ნეიმარის ტრანსფერი არ განხორციელებულა კანონის დარღვევით", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ საქმეს გადაჰყვა "ბარსას" წინა პრეზიდენტი სანდრო როსელი,
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"