"ერთი წლის წინ "კამპ ნოუზე" კონცერტი გაიმართა, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მიეძღვნა. ამის გარდა, ჩვენი გუნდი თამაშობდა კატალონიის დროშის ფერებში. ასე რომ, დღევანდელ ბრალდებებში ვხედავ როგორც სპორტულ, ასევე პოლიტიკურ მოტივებსაც. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და სიმართლეს ყველა გაიგებს. ვალდებულიც კი ვარ, ეს გავაკეთო", - პოლიტიკური მიზეზი გასაგებია, ბარტომეუს აზრით, "ბარსა" კატალონიის დამოუკიდებლობის იდეის მხარდაჭერისთვის
ბარტომეუ ამაზე მხოლოდ მინიშნებებით ლაპარაკობს: "სიმართლის ლაპარაკს გავაგრძელებთ. ჩვენ ნეიმარი ყველა წესის დაცვით ვიყიდეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ბრაზილიელის ყიდვა სხვებსაც უნდოდათ და მასში მეტსაც იხდიდნენ. არ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერ ამის უკან "რეალია", მაგრამ ნეიმარის მამამ ჩვენ გვითხრა, რომ მის შვილს ორი წინადადება ჰქონდა და ერთ-ერთი "რეალისგან" იყო. ისინი ჩვენზე მეტს იხდიდნენ ნეიმარში, მაგრამ სატრანსფერო ფასი არ შეცვლილა. ახლაც ვამბობთ, რომ ნეიმარი 57 მილიონ ევროდ ვიყიდეთ".
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა "ბარსელონას" ნეიმარის ტრანსფერზე ედავება. ამის გამო გადადგა "ბარსას" წინა პრეზიდენტი სანდრო როსელი. მედიის გამოთვლით, რეალურად, ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი დაჯდა 95 მილიონი ევრო და არა 57 მილიონი. ბარტომეუ სასამართლოს წინაშე 13 თებერვალს უნდა წარდგეს.
ალვეში გარბის
ამასობაში "ბარსელონას" მცველ დანი ალვეშს მაინც გაქცევაზე უჭირავს თვალი. მისმა აგენტმა დინორა სანტანამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი უკვე იწყებს ფიქრს კლუბის შეცვლაზე, რადგან "ბარსელონა" მას ხელშეკრულების გაგრძელებას არ უპირებს. "ბარსას" წარმომადგენლებს აქამდე არაფერი უთქვამთ ჩვენთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც კლუბის არდაინტერესებას დანი ალვეშისთვის კონტრაქტის გაგრძელებაზე. ასე რომ, მისთვის ახალ კლუბს მოვძებნი. უცნაურია, როცა "ბარსა" ასეთ ფეხბურთელს იოლად თმობს".
პოგბა და ისკო ბარსელონაში?
ესპანური მედიის ცნობით, "ბარსელონას" პირველი სატრანსფერო სამიზნეები პოლ პოგბა (იუვენტუსი) და ისკო ალარკონი (რეალი) იქნებიან, მას მერე, რაც კატალონიურ კლუბს ფიფას დისკვალიფიკაცია ტრანსფერების განხორციელებაზე მოეხსნება, ეს კი მომავალ იანვარში მოხდება. მედიის აზრით, "ბარსა" შეეცდება 21 წლის ფრანგის ხელში ჩაგდებას და თუ ამ საქმისგან არაფერი გამოვა, უკვე ისკოს შეძენაზე გადაერთვება. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"