ფეხბურთელმა აღტაცება გამოხატა თანაგუნდელის, ლიონელ მესის მიმართ და მას "ბარსელონას" გმირი უწოდა.
პიკემ ასევე ხაზი გაუსვა მათ ურთიერთგაგებას მოედანზე. კატალონიელთა უკანახაზელი "ბარსელონას" მიმდინარე სეზონის ამბიციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გუნდს სურს, რაც შეიძლება შორს წავიდეს ყველა იმ ტურნირზე, რომელზეც გამოდის.
"მესისთან ერთად თამაში ადვილია. ის დიდი გმირია. ჩვენ დღითიდღე უკეთ ვუგებთ ერთმანეთს მოედანზე.
მოხარული ვარ, რომ მეც იმავე გუნდის წევრი ვარ, რომელშიც ლიონელ მესი თამაშობს.
ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება. რთული მეტოქეები
ჩვენ, უბრალოდ, უნდა დავრჩეთ იმავე სიმაღლეზე, რომელზეც ახლა ვიმყოფებით.
უნდა განვაგრძოთ შედეგების მიღება, გავიდეთ "კოპა დელ რეის" ნახევარფინალიდან და ვეცადოთ, რომ ლა ლიგაში "რეალი" შევავიწროვოთ.
ამავდროულად, უნდა განვაგრძოთ ქულათა მაქსიმუმის აღება", - განაცხადა პიკემ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით