"როდესაც "ბარსელონა" დამიკავშირდა, ისინი ჩემს აგენტებს დაელაპარაკნენ, თუმცა ამის შემდეგ არაფერი მომხდარა.
მათ უნდოდათ, თამაში "ბარსელონა B"-ში დამეწყო, ერთი წლის შემდეგ კი პირველ გუნდში დავწინაურდებოდი.
იმ დროს უკვე სეგუნდაში ვთამაშობდი "რეალ სოსიედადთან" ერთად, იმავე ჩემპიონატის სხვა გუნდში გადასვლა კი არ მსურდა.
"ბარსელონას" უნდა ჰკითხოთ, რამდენად უნდოდათ ჩემი შეძენა. მე მხოლოდ პირველ გუნდში მსურდა თამაში.
არ ვიცი, ძალიან უნდოდათ თუ არა კატალონიელებს ჩემი ყიდვა", - განუცხადა ანტუან გრიზმანმა RTL-ს.