ლუის ენრიკე: "ვილიარეალთან" თამაში გაგვიადვილდება

AutoSharing Option
11 თებერვალს ესპანეთის "სამეფო თასის" პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართება.

"ბარსელონა" "ვილიარეალს" მასპინძლობს, ხოლო "ბილბაო" - "ესპანიოლს".

"ყვითელ წყალქვეშა ნავთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა "ბარსას" თავკაცმა ლუის ენრიკემ.

"ვილიარეალთან" დაპირისპირება გაგვიადვილდება, რადგან ჩვენ ამ გუნდს ახლახან ვეთამაშეთ. კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ მატჩის ჩანაწერს, რომ დავგეგმოთ, როგორ უკეთ სჯობს შეტევა "ვილიარეალის" წინააღმდეგ.

ჩვენი მიზანი გამარჯვება და კარის მშრალად შენახვაა. "ვილიარეალს" დიდებული სეზონი აქვს. ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ეს გუნდი "სამეფო თასის" მოგებაზე ფიქრობს".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ვილიარეალს" შორის შეხვედრა დღეს, ჩვენი
დროით 23:00 საათზე გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული